მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯიპიაიმ ელიავას ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს 600 000 ლარამდე აუნაზღაურა

BM.GE
05.04.18 11:08
1184
ელიავას ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულ 8 მეწარმეს, რომელთაც ჯი-პი-აიში დაზღვეული ჰქონდათ მარაგები და ქონება, ჯამში 600 000 ლარამდე ზარალი აუნაზღაურდა. კომპანიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის ჯერ კიდევ არ არის დასრულებული საგამოძიებო სამუშაოები, მაინც მოხერხდა დაზარალებულ მეწარმეთა დაკმაყოფილება. ანაზღაურება მიიღეს იმ მეწარმეებმაც, რომლებიც ჩართულები იყვნენ ჯიპიაის მცირე და საშუალო ბიზნენსის დაზღვევის პროგრამაში. ინფორმაციისთვის, მცირე და სასუალო ბიზნესის პროგრამა სოციალური პროექტია, რომელიც ჯიპიაი ჰოლდინგმა 2017 წელს ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შემდეგ შეიმუშავა და ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები