მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯიპიაიში“ ახლა უკვე ავიაბილეთების დაზღვევაც შესაძლებელია

64b13ad2371cf
BM.GE
14.07.23 16:07
426
„ჯიპიაი ჰოლდინგთან“ ერთად მოგზაურობასთან დაკავშირებული ყველა რისკის მართვა შესაძლებელია. ჯანმრთელობისა და ბარგის შემდეგ, ახლა უკვე ავიაბილეთების დაზღვევაც ხელმისაწვდომია.

მაგალითად, თუ დაგეგმილ მოგზაურობაზე უარის თქმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მოგიხდა და სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, ფრენა არარეკომედირებულია, შეგიძლია მშვიდად იყო - ბილეთების შეძენის ხარჯებს სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს. პოლისის ასევე ანაზღაურებს ბილეთს, თუ დაზღვეულის I-II-III რიგის ნათესავი ფრენის თარიღამდე 14 დღით ადრე გარდაიცვალა. ზარალი ანაზღაურდება მაშინაც, თუ ფრენაზე უარის თქმის მიზეზი, მაგალითად, ნაფიც მსაჯულად სავალდებულო მოწვევა გახდა, ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა, რომლის შესახებ შეტყობინება დაზღვეულს მიღებული აქვს ავიაბილეთის დაზღვევის შეძენის თარიღის შემდეგ. ამ და არამხოლოდ ამ გაუთვალისწინებელი დაბრკოლებების გამო ფნანსური ზარალი მომხმარებელს აღარ ექნება. რისკებს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ აზღვევს, ზარალის ანაზრაურების ლიმიტი ფიქსირებული იქნება და ის 1000 ევროს შეადგენს.

პოლისის გააქტიურება კი რამდენიმე წამში, პარტნიორი ტურისტული კომპანიების ან ცხელი ხაზის - საშუალებით 032 2 505 111 არის შესაძლებელი.

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ უკვე მეორე წელია სამოგზაურო დაზღვევის ბაზარზე ყველაზე დიდ წილს ფლობს. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს კომპანიამ 229,457 პოლისი გაყიდა , მოზიდულმა პრემიამ კი 3,667,005 ლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, სამოგზაურო დაზღვევის პორტფელი 96%-ით გაიზარდა.


(რ)



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები