მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯითისი ჯგუფი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

bag
30.11.23 11:54
651

„ჯითისი ჯგუფი“, რომელიც 2010 წლიდან საქარგილე მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში, ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.

კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს საყალიბე სისტემებს, სამშენებლო ფანერებს, კოჭებს, დგარებს, ხარაჩოებსა და სხვადასხვა დანიშნულების სამშენებლო მასალას. „ჯითისი“ ასევე აქტიურად მუშაობს ყალიბის საინჟინრო და საკონსულტაციო მომსახურებაზე, მონოლითის სამუშაოების ოპტიმიზაციაზე, საყალიბე და უსაფრთხოების სისტემების საიჯარო მომსახურებასა და პროექტში დასაქმებული პერსონალის გადამზადებაზე.

აღსანიშნავია, რომ კომპანიას ჰყავს სერტიფიცირებული ინჟინრები და ყალიბის სპეციალისტები, რომლებიც უზრუნველყოფენ მონოლითის შესრულების მთლიანი ციკლის დაგეგმვას, განხორციელებას და მონიტორინგს. კომპანიაში დასაქმებულია 280-ზე მეტი ადამიანი.

2018 წლიდან „ჯითისი“ საქართველოში საყალიბე ინვენტარის წამყვანი მწარმოებლების ოფიციალურ დილერს ავსტრიულ ბრენდს „დოკას“ (Doka) წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს თანამშრომლობა უფრო გაღრმავდა და ჯითისის მიენიჭა საქართველოში დოკას ექსკლუზიური დისტრიბუტორის სტატუსი.

„მივესალმებით კომპანია „ჯითისის“ მის მაღალკვალიფიციურ გუნდთან ერთად საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. აღსანიშნავია, რომ ჯითისის მონაწილეობით მრავალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და მასშტაბური საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების კომპლექსები აშენდა. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო და პროდუქტიული იქნება“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები