მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯივიპი უნივერსიტეტის ქუჩაზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

GWP
BM. GE
03.08.23 09:25
42

ხვალ, 4 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი უნივერსიტეტის ქუჩის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ჯამში 5.5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი შეიცვალა, 38 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა, 62 საკვანძო ჭა და 8 სახანძრო ჰიდრანტი მოეწყო.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისის თვეში  დაიწყო და აგვისტოს ბოლოს დაასრულებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ 4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

უნივერსიტეტის ქუჩაზე განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 4 აგვისტოს,  დილის10:00 საათზე  დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 4 აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან 5 აგვისტოს 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში - უნივერსიტეტის ქუჩა N2-18, N1-11, ჟღენტის ქუჩა N2, ქავთარაძის ქუჩა N21-27, N32-44, ნუცუბიძის ქუჩა N80-86, N131-179, ვაჟა-ფშაველას გამზირს N73, 75, 77, 79, N72-80, ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N 8ა, 9-19 კორპუსებს, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის N25 კორპუსს, ჭავჭავაძის გამზირს N39, 41-55, N73-78, N80, 82-85, ბაგების ნაწილს, მარგიანის, თავხელიძის, მარიჯანის, ფხაკაძის, ალექსანდრე იოსელიანის, ფხაკაძის, დანელიას, წმინდა ვასილესკოს, საკანდელიძის, ვახტანგ ტაბლიაშვილის, არჩილ ამაღლობელის, უჩანეიშვილის ქუჩებს,  წყნეთის გზატკეცილს, კაკლების დასახლებას.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის", - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები