მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

J&J-ის ხელმძღვანელობა Shockwave Medical-ის შესყიდვას გეგმავს

Johnson J&J

ამერიკული ფარმაკოლოგიური გიგანტის, Johnson & Johnson-ის ხელმძღვანელობა სამედიცინო ხელსაწყოების მწარმოებელი კომპანიის, Shockwave Medical-ის შესყიდვას გეგმავს.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, კომპანიებს შორის მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება ინვესტორებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

Shockwave Medical-ის შესყიდვით J&J-ს კარდიოვასკულარული მოწყობილობების ბაზარზე პოზიციის განმტკიცება და ახალი მიმართულებების ათვისება სურს, რაც კომპანიას განვითარების საშუალება მისცემს.

მართალია, გარიგების დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა საჯაროდ ცნობილია ის ფაქტი, რომ Shockwave-ის კაპიტალიზაცია 11 მილიარდ დოლარს აღწევს, ანუ J&J-ს მის შესასყიდად მინიმუმ ამ თანხის გადახდა მოუწევს.

რაც შეეხება უშუალოდ Johnson & Johnson-ს, ამ კომპანიის საბაზრო ღირებულება 375 მილიარდ დოლარს შეადგენს და ფარმაკოლოგიურ სექტორში ის მე-3 ადგილს იკავებს, Eli Lilly-სა და Novo Nordisk-ის გვერდით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები