მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯო უილსონი, სტივ კოენი და ევროპარლამენტარები პორტუგალიას მოუწოდებენ, "ოცნება" ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე არ დაუშვას

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა

შვედეთის, უკრაინის, აშშ-ის (ჯო უილსონი, სტივ კოენი), დიდი ბრიტანეთის, ლიეტუვის და ლატვიის დელეგაციის წარმომადგენლები პორტუგალიას მოუწოდებენ, არ დაუშვას "ქართული ოცნება" ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 32-ე სესიაზე. სესიას, რომელიც 29 ივნისიდან 3 ივლისამდე გაიმართება, პორტუ მასპინძლობს.

შესაბამის წერილს, რომელიც პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის, ლუის მონტენეგროს სახელზე 8 მაისს გაიგზავნა, აშშ-ის ჰელსინკის კომისია X-ზე აქვეყნებს.

წერილში აღნიშნულია, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა სისტემატურად უთხრის ძირს დემოკრატიას საქართველოში, მონაწილეობს ფართომასშტაბიან საარჩევნო გაყალბებაში, ძალადობრივად ახშობს მშვიდობიან პროტესტებს და აპატიმრებს ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც გამოდიან ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ.

"მათი ქმედებები პირდაპირ წინააღმდეგობაშია იმ დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელთა მხარდაჭერასა და დაცვას პორტუგალია და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ცდილობენ",- ნათქვამია წერილში.

„ქართული ოცნების“ მთავრობის წევრებისთვის ამ პრესტიჟულ სესიაზე დასწრების პრივილეგიის მინიჭება მათ რეპრესიული მმართველობის ლეგიტიმაციას მოახდენს და მათ ისეთი პლატფორმით უზრუნველყოფს, რომელსაც არ იმსახურებენ. მათი მონაწილეობა ძირს გამოუთხრის ეუთოს პრინციპებს და არასწორ მესიჯს გაუგზავნის მათ, ვინც დემოკრატიისთვის იბრძვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ",- აღნიშნულია წერილში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები