ამერიკულმა ფარმაკოლოგიურმა გიგანტმა, Johnson & Johnson-მა სამედიცინო ხელსაწყოების მწარმოებელი კომპანია Shockwave Medical-ი 13 მილიარდ დოლარად შეისყიდა.
გარიგების ღირებულება Shockwave-ის კაპიტალიზაციასთან შედარებით დაახლოებით 17%-იან პრემიუმს წარმოადგენს, ანუ ეს არის ის პროცენტრული სარგებელი, რომელსაც კომპანიის ინვესტორები თავიანთ მფლობელობაში არსებული აქციების გასხვისებით მიიღებენ.
Shockwave Medical-ის შესყიდვით J&J-ს კარდიოვასკულარული მოწყობილობების ბაზარზე პოზიციის განმტკიცება და ახალი მიმართულებების ათვისება სურს, რაც კომპანიას განვითარების საშუალება მისცემს.
რაც შეეხება უშუალოდ Johnson & Johnson-ს, ამ კომპანიის საბაზრო ღირებულება 375 მილიარდ დოლარს შეადგენს და ფარმაკოლოგიურ სექტორში ის მე-3 ადგილს იკავებს, Eli Lilly-სა და Novo Nordisk-ის გვერდით.