ფარმაცევტული კომპანია Johnson&Johnson-ი ვაქცინის დაუყოვნებელი გამოყენების ავტორიზაციასთან დაკავშირებით აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას (FDA) მომავალ კვირას მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, კლინიკური კვლევების ეტაპმა აჩვენა, რომ Johnson&Johnson-ის ვაქცინის ერთი დოზა 85%-ით ეფექტური და უსაფრთხოა კორონავირუსით ინფიცირების წინააღმდეგ.
გამოცემის მიხედვით, Johnson&Johnson-ის ვაქცინა კიდევ ერთი იარაღი იქნება COVID-19-თან საბრძოლველად, რომლის ერთი დოზა საკმარისი იქნება კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტის შესაქმნელად, Moderna-ს და Pfizer-ის უკვე ავტორიზებული ვაქცინებისგან განსხვავებით.