მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Johnson&Johnson-ი აშშ-ში $55 მილიარდის ინვესტიციას ჩადებს

Johnson J&J

ფარმაკოლოგიური გიგანტი Johnson & Johnson-ი წარმოების გაფართოებას და ამერიკის შეერთებულ შტატებში 55 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

კომპანიის განცხადებით, აღნიშნული თანხა ოთხი ახალი ქარხნისა და საწარმოს აშენებას მოხმარდება, რომელთა წყალობით, ქვეყანაში დამატებით ათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება.

$55-მილიარდიანი ინვესტიცია მომდევნო 4-5 წელიწადს მოიცავს, რაც ზუსტად ემთხვევა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდს და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ინვესტიციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაც თეთრ სახლში სწორედ 47-ე პრეზიდენტის შესვლას უკავშირდება.

ცნობისთვის გეტყვით, რომ J&J-ის საბაზრო შეფასება $392 მილიარდს შეადგენს და ის ფარმაკოლოგიური კომპანიების გლობალურ რეიტინგში მოწინავე ადგილს იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები