მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯონ ლენონის ცნობილი სათვალე აუქციონზე გაიყიდება

1. Lennon
30.09.25 12:56
315

ავტორი: სალომე ზაალიშვილი

ბითლზების ფანატიკოსებს შანსი მიეცათ სამყარო ჯონ ლენონის პერსპექტივიდან დაინახონ. იკონური ვინდსორის სტილის მზის სათვალე, ე.წ. “ლენონები” ონლაინ აუქციონზე მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიყიდება.


Propstore-ის სააუქციონო სახლის მიერ სათვალის შემოთავაზებული სავარაუდო ფასი 300,000 ფუნტი სტერლინგია.

ჯონ ლენონს სათვალე 1973-74 წლებში ეკეთა; ამ პერიოდს მოგვიანებით ლენონმა “დაკარგული შაბათ-კვირა” უწოდა, როდესაც იგი ხშირად სვამდა და იოკო ონოს იყო დაშორებული.

მონათხრობის თანახმად, სათვალე ლენონმა 1974 წელს კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესის ბარ Troubadour Club-ში, ჩხუბისას დაკარგა.

სათვალემ მფლობელი ორჯერ გამოიცვალა. პირველად Sotheby’s-ის აუქციონზე 1978 წელს გაიყიდა, სათვალის სავარაუდო ფასი 4000 აშშ დოლარი იყო, თუმცა საბოლოო ფასი არ გასაჯაროებულა. მეორედ კი უკვე Christie’s-ის სააუქციონო სახლის მიერ 2008 წელს 78 ათას აშშ დოლარად გაიყიდა.

ჯონ ლენონის ყველაზე ძვირად ღირებული სათვალე კი 2019 წელს გაყიდული წყვილია, რომელიც მან 1968 წელს მანქანის უკანა სავარძელზე დატოვა. Sotheby’s-ის აუქციონზე სათვალე 184 000 აშშ დოლარად გაიყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები