მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯონსონი აშშ-ს შოტლანდიურ ვისკზე სადამსჯელო ტარიფების გაუქმებას სთხოვს

5dc2a9bde149b
მიხეილ ხაჩიძე
06.11.19 22:40
1057
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი შტატებს შოტლანდიურ ვისკზე საბაჟო გადასახადის გაუქმებისკენ მოუწოდებს. დასავლური მედიის ცნობით, აღმიშნულის შესახებ ბორის ჯონსონმა სატელეფონო საუბრისას, აშშ-ს პრეზიდენტს პირადად სთხოვა. ჯონსონმა დონალდ ტრამპს მოუწოდა, გააუქმოს 25%-იანი საბაჟო გადასახადი ისეთ საქონელზე, როგორიცაა შოტლანდიური ვისკი. ამას გარდა, როგორც გაერთიანებული სამეფოს პრემიერის აპარატში განმარტავენ, ჯონსონმა ტრამპს მიმართა თხოვნით, არ დააწესოს ტარიფები ავტომობილების ექსპორტზე.

 

თავის მხრივ, როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, ორი ქვეყნის ლიდერმა კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა ურთიერთობის განმტკიცებისთვის, და ასევე ძლიერი ორმხრივი თანამშრომლობა თავისუფალ ვაჭრობაში ბრექსითის შემდეგ.

 

შეგახსენებთ, რომ შტატებმა შოტლანდიურ ვისკსა და სხვა ევროპულ პროდუქციაზე 25-პროცენტიანი საბაჟო მოსაკრებელი ოქტომბერში დააწესა. გადაწყვეტილება ტრამპმა მას შემდეგ მიიღო, რაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ ევროკავშირის მიერ ევროპულ კომპანია „ეარბასის“ სუბსიდირებამ ამერიკულ კომპანია BOEING-ზე უარყოფითი გავლენა იქონია.



აღსანიშნავია, რომ ბრიტანული ვისკისთვის აშშ-ი ერთ-ერთი უმთავრესი საექსპორტო ბაზარია. 2018 წელს ბრიტანულმა დისტრიბუტორებმა შეერთებულ შტატებს მილიარდ ფუნტზე მეტის ღირებულების ვისკი მიაწოდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები