მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერობისთვის ბრძოლას გამოეთიშა

635636b1d5109
მარიამ ვარადაშვილი
24.10.22 11:05
563
ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის პრემიერობისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა გვიან ღამით განაცხადა და თქვა, რომ ტორის პარტიას ახლა ერთიანობა სჭირდება.

“ამ დღეებში უამრავმა ადამიანმა შემომთავაზა, რომ კონსერვატორული პარტიის ლიდერობისთვის კიდევ ერთხელ მებრძოლა. ეს შეთავაზება მიმზიდველი იყო ჩემთვის, რადგან ჩემი ხელმძღვანელობით პარტიამ სამი წლის წინ არჩევნებში გაიმარჯვა”, - განაცხადა ჯონსონმა.

მისივე თქმით, ბოლო დღეებში მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქვეყანას ეფექტიანად ვერ მართავდა იმ პირობებში, თუ პარლამენტში კონსერვატორული პარტია ერთიანი არ იქნებოდა.

“აქედან გამომდინარე, საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება ის, რომ მოვხსნა ჩემი კანდიდატურა და მხარი დავუჭირო გამარჯვებულ კანდიდატს”, - განაცხადა ჯონსონმა.

წესების მიხედვით, თუ მხოლოდ ერთი კანდიდატი მოიპოვებს 100 კონსერვატორი დეპუტატის მხარდაჭერას, მას ორშაბათს პრემიერად დაასახელებენ, ხოლო თუ ამ ზღვარს ორი კანდიდატი გადალახავს, პარტიაში კენჭისყრა გაიმართება და გამარჯვებულს პარასკევს გამოაცხადებენ.

მას შემდეგ, რაც ჯონსონი პრემიერობის მარათონს გამოეთიშა, მოსალოდნელია, რომ ლიზ ტრასს რიში სუნაკი ჩაანაცვლებს. ჯონსონმა პრემიერ-მინისტრის პოსტი წელს მას შემდეგ დაკარგა, რაც საკუთარმა პარტიამ უნდობლობა გამოუცხადა. ლიზ ტრასი კი რეკორდულად მცირე ხნით, თვე-ნახევრის განმავლობაში იყო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები