მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჯორჯიან ეარვეისი" თელ-ავივის რეისებს აუქმებს - განცხადება

აირზენა

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი დაძაბული ვითარების გამო თბილისი-თელ-ავივი-თბილისის მიმართულებით დაგეგმილ რეისებს აუქმებს.

კომპანიის განცხადებით, 16 და 17 ივნისს დაგეგმილი ფრენები უსაფრთხოებიდან გამომდინარე გაუქმებულია.

„ჯორჯიან ეარვეისი“ მგზავრებს, რომლებმაც უკვე შეიძინეს ბილეთები აღნიშნულ რეისებზე, ბილეთის გადაცვლის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობას სთავაზობს. ამის გაკეთება შესაძლებელია ბილეთის შეძენის ადგილას.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, თელ-ავივის გარდა, სხვა მიმართულებებით დაგეგმილი რეისები შეუფერხებლად, განრიგის მიხედვით სრულდება.

ისრაელ-ირანის დაპირისპირების ფონზე, თბილისიდან 12, ბათუმიდან 7 რეისი გაუქმდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები