მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯორჯიან მანგანეზი: ჭიათურაში 280 ჰექტრამდე ტექნიკურად რეკულტივირებული ტერიტორიაა

60d723e904a72
BM.GE
27.06.21 23:00
1283
“მიმდინარე წლის შემოდგომიდან ბიოლოგიურ რეკულტივაციას ვგეგმავთ და კონკრეტული პროექტები გვაქვს,” - ამის შესახებ “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა "Forbes კვირასთან" ინტერვიუს დროს კომპანიის გარემოსდაცვითი პროექტების შესახებ საუბრისას განაცხადა.

ჩიქოვანის თქმით, განმარტებით, ყველაზე მთავარი დაზიანებული რეკულტივირებული ტერიტორიების აღწერა იყო.

"ის, თუ ჭიათურაში რამდენი ჰექტარი დაზიანდა, ეს ყველაფერი ელექტრონულ რუკებზეა დატანილი, 2017 წელს ეს არ არსებობდა. ჭიათურაში ე.წ. “ხიშნიკების” ნამუშევრები იყო, ანუ ადგილები, სადაც უნებართვოდ ჩეხდნენ და მადანს მოიპოვებდნენ. დღეს რუქები ბლოკებადაა დაყოფილი და თითოეულ მათგანს თავის მომვლელი ყავს და თითოეულ კვადრატულ მეტს აქვს ვადა თუ როდის უნდა გაკეთდეს. მაგალითად, თუ დაზიანებულია 20 ჰექტრიანი ტერიტორია ის კიდევ დაყოფილია და მას პასუხისმგებელი ქვეკონტრაქტორი კომაპნია ჰყავს. დღეის მდგომარეობით 280 ჰექტრამდე ტექნიკურად რეკულტივირებული ტერიტორიაა, ხოლო ბიოლოგიურად რეკულტივირებულია 10 ჰექტრამდე.” - განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

2017 წელს „ჯორჯიან მანგანეზში“ ეკოლოგიისა და რეკულტივაციის სამსახური შეიქმნა, რომელიც გარემოსდაცვითი თვალსაზრისით საწარმოში არსებულ მდგომარეობას აფასებს და შესაბამის მონიტორინგს უწევს. 2017 წლიდან „ჯორჯიან მანგანეზი“ რეკულტივაციასთან მიმართებით არსებულ ვალდებულებებს ასრულებს. მაგალითად, 2019 წელს კომპანიის მიერ ტექნიკური რეკულტივაცია 50 ჰექტარზე მეტ ფართობზე განხორციელდა და ტექნიკური სარეკულტივაციო სამუშაოები 2020 წელსაც მიმდინარეობდა. ამის პარალელურად, რეკულტივირებული ტერიტორიების გამწვანებაც იგეგმებოდა.

 ინტერვიუ ნიკოლოზ ჩიქოვანთან:


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები