მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჯორჯიან მანგანეზის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი კაპანაძე შინდისში 141 ვილის მშენებლობას გეგმავს

შინდისი

შინდისში 141 ვილისგან შემდგარი ახალი დეველოპერული პროექტის განხორციელება იგეგმება. პროექტს სააქციო საზოგადოება "რეალ ინვესტი" ახორციელებს და ამ ეტაპზე პროექტთან დაკავშირებით გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის განხილვა მიმდინარეობს.

წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, არეალის მთლიანი ფართობი 200,000 კვადრატულ მეტრს შეადგენს და მასზე 141 ვილის პროექტის განვითარება იგეგმება.

მთლიანი ფართობიდან 149,000 კვადრატული მეტრი დაეთმობა ვილების განვითარებას, გზა 24,616 კვადრატულ მეტრს დაიკავებს, ხოლო სარეკრეაციო სივრცე კი 26,000 კვადრატული მეტრის ფართობის იქნება.

ბიზნეს რეესტრის თანახმად, სააქციო საზოგადოება "რეალ ინვესტის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრია ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე, რომელიც ამავდროულად "ჯორჯიან მანგანეზის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებს. კაპანაძე ასევე არის ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მფლობელი სს "მედია ჰოლდინგის" დამფუძნებელიც.

"რეალ ინვესტის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრია ასევე ბიზნესმენი ნიკოლოზ ჩიქოვანიც, რომელიც "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველის თანამდებობას 2017-2023 წლებში იკავებდა.

"რეალ ინვესტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა მაია კოკაია, რომელიც ამავდროულად "ინ ჯგუფის" ხელმძღვანელია.

პროექტის განაშენიანების გეგმა:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები