მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯორჯიაში Hyundai-ის ქარხანაში საიმიგრაციო სამსახურის რეიდის შემდეგ, სამხრეთ კორეის მინისტრი აშშ-ში ჩავიდა

usa

ორშაბათს, მას შემდეგ, რაც აშშ-ის საემიგრაციო სამსახურმა ჯორჯიის შტატში, Hyuindai/LG-ის ბატარეების საწარმოში რეიდი განახორციელა და კორეის 300-მდე მოქალაქე დააპატიმრა, სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში გაემგზავრა.

გამგზავრებამდე, რეპორტიორებთან საუბარში, მინისტრმა ჩო ჰიუნმა აღნიშნა, რომ "სიტუაცია მძიმეა" და სავანაში, სამიგრაციო სამსახურის "ისტორიულად დიდი" რეიდის შემდეგ, სეული ვაშინგტონთან კომუნიკაციას ინარჩუნებს.

დეტალები მიგრაციასთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ უცნობია, თუმცა კორეული მხარე ვარაუდობს, რომ ქვეყნის მოქალაქეებმა აშშ-ში ყოფნის 90-დღიანი ვადა და, შესაბამისად, დროებითი ვიზის პირობები დაარღვიეს.

Reuters-ის ცნობით, კორეის ფინანსთა მინისტრი, კო იუნ-ჩეოლი საქმის კურსში იყო იმ ექსპერტთა მოგზაურობის შესახებ, რომლებიც კორეიდან აშშ-ში, ელექტრომობილების საწარმოში სატესტო სამუშაოების ჩასატარებლად გაემგზავრნენ. Hyundai-ს ქარხანას ოპერირება ოქტომბრიდან უნდა დაეწყო, უცხო ქვეყნის მოქალაქეები კი აშშ-ში დარჩენისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოპოვებას მანამდე შეეცდებოდნენ. მაშინ მინისტრი აცხადებდა, რომ აშშ-ის ოფიციალური ვიზის მიღება ძალიან რთულია, ექსპერტებს კი დრო ეწურებოდათ, რის გამოც ქვეყანაში დაუყოვნებლივ გამგზავრება მოუწიათ.

რეიდის შემდეგ მომხდარს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის გამოეხმაურა, რომელმაც აშშ-ში მოქმედ უცხოურ კომპანიებს საიმიგრაციო კანონებისადმი პატივისცემისკენ მოუწოდა.

"თქვენი ინვესტიციები მისაღებია, და მოგიწოდებთ, რომ ტექნიკური ნიჭის მქონე ძალიან ჭკვიანი ადამიანები აშშ-ში კანონიერი გზით ჩამოიყვანოთ... სამაგიეროდ მხოლოდ იმას გთხოვთ, რომ ამერიკელები დაასაქმოთ და დაატრენინგოთ", - დაწერა ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ კორეული კომპანიის საწარმოს რეიდს წინ უსწრებდა შეხვედრა დონალდ ტრამპსა და კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტ, ლი ჯეი მიონგს შორის, სადაც კოლეგებმა ბიზნესკავშირების გამყარებაზე ისაუბრეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები