"ჯორჯო არმანიმ" კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულ იტალიურ კლინიკებს და ინსტიტუციებს 1.25 მილიონი ევრო გამოუყო. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.
კერძოდ, Armani Group-ის დონაციას მიიღებს მილანის ორი, რომის ერთი საავადმყოფო და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტი.
მოდის სახლმა აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ გვიან მიიღო. მას შემდეგ რაც COVID-19-ის შემთხვევები იტალიაში 7,375-მდე გაიზარდა, ხოლო უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 133 ადამიანი გარდაიცვალა.
დონაციები კორონავირუსთან საბრძოლველად სხვა მოდის სახლებმაც გააკეთეს, როგორიც არის Bulgari, Dolce and Gabbana, Versace, LVMH Moët Hennessy, ასევე L’Oréal; the Estée Lauder Cos. Inc. და Shiseido Co. Ltd.