მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯოზეფ ბორელთან საუბარი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე იყო ფოკუსირებული - სალომე ზურაბიშვილი

სს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ, ჯოზეფ ბორელს შეხვდა.

მისი თქმით, საუბარი იყო საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე.

"ჯოზეფ ბორელთან საუბარი ფოკუსირებული იყო საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩენებს ჩვენს ურყევ ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი", - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

სალომე ზურაბიშვილი სამიტის ფარგლებში ასევე შეხვდა, პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას; უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და მაია სანდუს.

ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატი შეათანხმეს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები