მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

JPMorgan-ის ხელმძღვანელი ტრამპის საბანკო პოლიტიკას აკრიტიკებს

დაიმონი

პლანეტის უმსხვილესი ბანკის, JPMorgan Chase-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეიმი დაიმონმა მკაცრად გააკრიტიკა დონალდ ტრამპის ინიციატივა საკრედიტო ბარათების საპროცენტო განაკვეთების 10%-ით შეზღუდვასთან დაკავშირებით და მას "ეკონომიკური კატასტროფა" უწოდა.

დაიმონის განცხადებით, მსგავსი რეგულაცია საბანკო სექტორზე დამანგრეველ გავლენას მოახდენს და საბოლოო ჯამში, ის თავად მომხმარებლებს დააზარალებს. ცნობილი ბანკირის განმარტებით, როდესაც სახელმწიფო ხელოვნურად აწესებს ფასების ზედა ზღვარს, ფინანსური ინსტიტუტები იძულებულნი ხდებიან, კრედიტების გაცემა შეზღუდონ, რადგან დაბალი საპროცენტო განაკვეთი ვეღარ ფარავს იმ რისკს, რომელიც მსესხებლების მიერ ვალის გადაუხდელობასთან არის დაკავშირებული.

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე დაიმონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი პოლიტიკა ყველაზე მეტად დაბალი შემოსავლის მქონე კლიენტებს დაარტყამს, რომლებსაც საკრედიტო ბარათებზე წვდომა ყველაზე მეტად სჭირდებათ, რადგან ბანკები მათთვის სტანდარტულის სესხის დამტკიცებას ზედმეტად სარისკოდ მიიჩნევენ.

მისი თქმით, ეს რეგულაცია გამოიწვევს ჩრდილოვანი საბანკო სექტორის ზრდას, რადგან ადამიანები იძულებულები იქნებიან, არარეგულირებადი და უფრო ძვირი ალტერნატივებით ისარგებლონ, ანუ სესხი მევახშეებისგან „ხელზე აიღონ“.

JPMorgan-ის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ თავისუფალი ბაზარი თავად უნდა განსაზღვრავდეს განაკვეთებს და ნებისმიერი პოპულისტური ჩარევა არაპროგნოზირებად და ნეგატიურ შედეგებს გამოიწვევს როგორც საბანკო სისტემისთვის, ისე მომხმარებლებისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები