უოლ-სტრიტის ტიტანი დომინაციას განაგრძობს - მიმდინარე წლის მესამე კვარტალში მსოფლიოს უმსხვილესი ბანკის, JPMorgan Chase-ის წმინდა მოგება 13.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით 35%-ით მაღალი მაჩვენებელია.
ამ პერიოდის განმავლობაში JPMorgan-ის შემოსავალმა 40 მილიარდ 700 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ასევე მკვეთრად, 21%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ბანკის თვალისმომჭრელი წარმატება რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კი მსოფლიოს მასშტაბით გეოპოლიტიკური და ეკონომიკური რისკების ზრდაა. როგორც წესი, ასეთ დროს ინვესტორები და დეპოზიტარები ყველაზე უსაფრთხო საფინანსო ინსტიტუტებს ირჩევენ, JPMorgan-ს კი ამერიკის მთავრობაც კი არაერთხელ გადაურჩენია, ამიტომაც ის შეუბღალავი რეპუტაციით და გავლენით სარგებლობს.
JPMorgan-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 436 მილიარდ დოლარს შეადგენს და მსოფლიოს უმსხვილესი ბანკების რეიტინგში ის პირველ ადგილს იკავებს.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.




























