მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

JPMorgan-მა აშშ-ში რეცესიის ალბათობა 60%-მდე გაზარდა

რეცესია

უოლ-სტრიტიდან საგანგაშო ამბები ვრცელდება. მსოფლიოს უდიდესი ბანკის, JPMorgan-ის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, შანსი იმისა, რომ წელს გლობალური რეცესია დაიწყება 60%-მდე გაიზარდა.

ბანკის შეფასებით, გასულ თვეს პროგნოზირებული რისკის დონე 40% იყო, ან საქმე გვაქვს მკვეთრ ნახტომთან, რაც პრეზიდენტი ტრამპის მიერ 180-მდე ქვეყნისათვის ტარიფების დაწესებას და სავაჭრო ომის გაჩაღებას უკავშირდება.

ტარიფების გარდა, აშშ-ის მიმართ ინვესტორების განელებულ ინტერესს პრეზიდენტის და კაბინეტის წევრების მმართველობის პოლიტიკური სტილიც განაპირობებს. საბოლოო ჯამში, რეცესიის ალბათობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი — ქვეყანაში არსებული გაურკვევლობაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები