მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Jungle -ის ბილეთების გაყიდვა ხვალ დაიწყება - ფასები

music band

Black Sea Arena-ს ადმინისტრაციის ცნობით, Jungle -ის ბილეთების გაყიდვა ხვალ 10:00 საათიდან TKT.ge-ზე დაიწყება.

საქართველოში 2024 წლის კამპანიას - Starring Georgia-ს ფარგლებში 18 აგვისტოს, Black Sea Arena Front Stage-ზე, ბრიტანული ელექტრონული მუსიკალურ გუნდს Jungle იმღერებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მსურველებს ბილეთების შეძენა 200 ლარად შეეძლებათ. ამასთან, Starring Georgia-ს, თიბისისა და Visa-ს თანამშრომლობის ფარგლებში კონცერტზე დასწრების მსურველები შემდეგი შეთავაზებებით ისარგებლებენ:

-20% თიბისი Visa სადებეტო ბარათით გადახდისას;

-30% თიბისი მოსწავლის და სტუდენტის Visa ბარათებით გადახდისას (ბილეთების ლიმიტირებულ რაოდენობაზე);

-15% თიბისი განაწილებით გადახდისას.

Jungle ლონდონელმა მუსიკოსებმა Josh Lloyd-Watson-მა და Tom McFarland-მა 2013 წელს შექმნეს. Nu Disco და Funk ჟღერადობით შთაგონებული მუსიკოსების პირველი მნიშვნელოვანი კომპოზიცია Busy Earnin’ 2014 წლის აპრილში გამოიცა და მაშინვე მოექცა მსმენელისა და მუსიკალური კრიტიკოსების ყურადღების ცენტრში. 2018 წელს გამოცემული Casio კი დღემდე ბენდის ერთ-ერთ გამორჩეულ კომპოზიციად ითვლება და არ კარგავს აქტუალურობას.

აღსანიშნავია, რომ Jungle-ს შემოქმედებაში ელექტრონულ ჟღერადობასთან ერთად აქტიურად გვხვდება ჰიპ-ჰოპისთვის დამახასიათებელი სემპლინგი, ნეო სოულის და კლასიკური R&B-ს ელემენტები, რაც მათ მუსიკას მეტად მრავალფეროვანს და ორიგინალურს ხდის.

დაარსებიდან დღემდე, ჯგუფი აქტიურად სტუმრობს მსოფლიოს ცნობილ ფესტივალებსა თუ საკონცერტო დარბაზებს.

საქართველოს მთავრობამ და მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქვეყნის პოპულარიზაციისა და ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერების მიზნით, კამპანია Starring Georgia 2023 წელს დააანონსა და წამოიწყო, რა დროსაც 3 ლოკაციაზე 6 კონცერტი დაიგეგმა, აქედან 5-6 აგვისტოს დაგეგმილი Nile Rodgers & Chic-ისა და FKJ-ის კონცერტები შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო ვერ შედგა.

სახელმწიფო სუბსიდირებით დაგეგმილ კამპანია Starring Georgia-ზე 2 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. მაშინდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ გასულ წელს კონცერტებიდან სახელმწიფო 100 მლნ ლარზე მეტის შემოსავალს ელოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები