მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯვარი-უშგულის და ხაიში-უშგულის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმები დაწესდა

63b8774b9e091
BM.GE
06.01.23 23:50
524
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჯვარი-უშგულის და ხაიში-უშგულის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმები დაწესდა.

უწყების ცნობით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ186 (ჯვარი- უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კმ70-კმ186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა კი თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები