მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

K2 მოსაკრებლის დავალიანება 16 კომპანიას აქვს - რა თანხის ამოღებას ცდილობს მერია?

6257e42004661
ანუკა ჯოხაძე
15.04.22 09:00
937
თბილისის მერია სამშენებლო კომპანიებს K-2 კოეფიციენტის მოსაკრებლის გადახდას ეტაპობრივად სთავაზობს. საუბარია 2019 წლამდე გაცემულ ნებართვებზე. კ2 კოეფიციენტი ეს არის შენობა-ნაგებობების სართულების ჯამური ფართობის შეფარდება მიწის ნაკვეთის ფართობთან – მისი ზრდა შენობის სიმაღლის მატებას ითვალისწინებს.

მიმდინარე კვირაში დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მომზადებულია. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ იმისთვის  მიიღეს, რომ თბილისში დაუმთავრებელი მშენებლობები კვლავ არ გაჩნდეს.

თბილისის მერიამ BM.GE-ის მიაწოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც K2 კოეფიციენტის მოსაკრებლის დავალიანება 16 კომპანიას აქვს, რომელთთავისაც თბილისის მერიამ საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადა. მათი ცნობით, ჯამურად საუბარი 7 800 000 ლარის დავალიანებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები