მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კადრების დეფიციტი გვაქვს“ - „ბიზნეს ტურიზმის ასოციაცია“

629e59705705b
ალა ისპირიანი
06.06.22 23:21
1100
„საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაციაში“ კადრების დეფიციტზე საუბრობენ. ასოციაციის დამფუძნებელი ირმა კოდუა „საქმის კურსში“ ამბობს, რომ აუცილებელია ტურიზმის პოპულარიზაცია, რადგან ბევრი ახალი კადრის მოზიდვაა საჭირო.

„პანდემიის დროს დამატებით ახალი სასტუმროები და კვების ობიექტები გაიხსნა და რაღაც გადანაცვლება მოხდა, მაგრამ ახალა სხვა ტიპის პრობლემას წავაწყდით. ახლა კადრების დეფიციტი გვაქვს. ვერცერთი სასტუმრო, კვების ობიექტი და კომპანია ვერ იარსებებს და ვერ მიაწოდებს მომხმარებელს შესაბამის სერვისს, თუ მას კადრების დეფიციტი ექნება. ეს საკმაოდ მტკივნეული თემაა ინდუსტრიაში და ვფიქრობ, უნდა გავერთიანდეთ და ტურიზმის პოპულარიზაცია დავიწყოთ.

ბიზნეს ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელი კადრების დეფიციტს დაბალ ანაზღაურებას არ უკავშირებს.

„არ ვფიქრობ, რომ ჩვენს ინდუსტრიაში ხელფასი უფრო დაბალი იყო, ვიდრე რომელიმე სადაზღვევო კომპანიაში, უბრალოდ პოტენციური კადრებისთვის ამის სწორი მიწოდება არ ხდებოდა. თუ ტურიზმზე სწავლობ, მხოლოდ მაშინ მიდიოდი სამუშაოდ, თუმცა ეს სწორი არ არის. ინდუსტრიას მარკეტოლოგები, ფინანსისტები, ეკონომისტებიც ესაჭიროება და ანაზღაურება არანაკლებია, ვიდრე სხვა ინდუსტრიაში.

რაც შეეხება ტურიზმის სექტორში სხვა სახის გამოწვევებს, ირმა კოდუა ამბობს, რომ პრობლემაა ინფრასტრუქტურაც: “დიდი მასშტაბური ღონისძიებებისთვის ჩამოყალიბებული, განსაზღვრული ინფრასტრუქტურა არ არსებობს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები