ბათუმში მდებარე კაფე „ვაფლერი • Waffler“ 5 ოქტომბრიდან დროებით იხურება. როგორც bm.ge-ს მენეჯმენტში უთხრეს, დროებით დახურვის გადაწყვეტილება აჭარაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას უკავშირდება.
„ჩვენ არ შეგვხებია შეზღუდვები, ამიტომ დამატებით ვერაფერს ვიტყვით. უბრალოდ, ველოდებით როდის გამოსწორდება სიტუაცია და ხალხი ისევ მშვიდად ივლის ქუჩაში“, - ამბობენ „ვაფლერში“.
ინფორმაციისთვის: ბათუმში ბოლო დღეებში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი 150-დან 180-მდე მერყეობს. დღეს, ინფიცირებულთა რაოდენობა 175-ია.