მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კაიძენ ცენტრის ტრენინგი არემჯის თანამშრომლებისთვის

5e4d28c5d74aa
BM.GE
19.02.20 16:23
1315
არემჯის სასწავლო აკადემიის მოწვევით, კაიძენ ცენტრის (Kaizen Center http://www.kaizencenter.kz/ ) სპეციალისტებმა კომპანიის სარემონტო-მექანიკური სამსახურის თანამშრომლებისათვის Lean Manufacturing Principles-ის ტრენინგი გამართეს.

კაიძენის მიერ შემოთავაზებული სწავლების მეთოდიკა, უნიკალურ იაპონურ მეთოდს ეფუძნება, რომელიც ორგანიზაციებში გარდამტეხი ცვლილებების განხორციელებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების სწავლებას გულისხმობს.
კაზრეთში გამართული ტრენინგის თემა იყო ყოველდღიური საქმიანობისას, დაზოგვაზე ორიენტირებული მართვის მეთოდების გამოყენება. სწავლება უმეტესად პრაქტიკული სავარჯიშოებისა და საქმიანი თამაშებისგან შედგებოდა, რაც მონაწილეთა თქმით, პროცესს ბევრად საინტერესოს, ინტერაქტიულს და შედეგზე ორიენტირებულს ხდიდა.

„კაიძენ ცენტრი დაფუძნებულია „ტოიოტას“ მიერ და მის ერთ-ერთ მიმართულებას, ეფექტური მმართველობის სწავლების გზით - საწარმოების განვითარება წარმოადგენს. „არემჯის“ თანამშრომლებისათვის ჩატარებული მოკლევადიანი ტრენინგის ამოცანა იყო, მინიმალური ენერგო რესურსების გამოყენებით, მაქსიმალური შედეგის მიღება გვესწავლებინა. სწავლების ერთ-ერთი მეთოდი, თამაშით და სავარჯიშოებით სხვადასხვა უნა-ჩვევების ჩამოყალიბებას გულისხმობს, როგორიც არის მაგალითად სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარის განვითარება და სხვა. ეს თვისებები ძალიან მნიშვნელოვანია სარემონტო სამსახურის თანამშრომლებისთვის, რომლებსაც სურთ ისწავლონ სხვადასხვა მეთოდების სწრაფი და ეფექტური გამოყენება. კაიძენ ცენტრმა არსებობის მანძილზე 300 სხვადასხვა პროფილის კომპანიაში გადაამზადა პერსონალი.“ - განაცხადა კაიძენ ცენტრის ტრენერმა სერგეი კორჩაგინმა.

„ვინაიდან ჩვენი კომპანია ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და არსებული სისტემების გადაიარაღებაზე არის ორიენტირებული, მნიშვნელოვანია, ჩვენი თანამშრომლების სწრაფ და ეფექტურ გადამზადებაზე ვიზრუნოთ. პირველ ეტაპზე შევარჩიეთ ისეთი დიდი სტრუქტურული ერთეული, როგორიც სარემონტო-მექანიკური სამსახურია, სადაც დაახლოებით 300 ადამიანია დასაქმებული. ვფიქრობ, რომ სასწავლო პროცესის დროს, ტრენერების მიერ შემოთავაზებული 5S მეთოდი, რომელიც აუმჯობესებს ისეთ ელემენტებს, როგორიც არის სიზუსტე, წესრიგი, სისუფთავე, სტანდარტიზება და დისციპლინა, მნიშვნელოვან შედეგს მოგვცემს ასეთ სამსახურებში" - განაცხადა „არემჯის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსმა კესო ჩიღუნაძემ.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები