მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Kairos Logistics 10 წლისაა!

6450ba867956c
BM.GE
02.05.23 11:29
717
საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია Kairos Logistics 10 წლისაა. ამ დროის განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ კომპანიას ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად აქცია, რის შედეგადაც მომხმარებლებს ყველაზე საიმედო და დახვეწილ ლოგისტიკურ სერვისს სთავაზობენ.

Kairos Logistics-სთვის პრიორიტეტულია ქართველი მეწარმეების მხარდაჭერა, განსაკუთრებით კი ღვინის ექსპორტი. კომპანია ეხმარება ქართულ ღვინის კომპანიებს თავიანთი ნაწარმი საიმედოდ გადაზიდონ უცხო ქვეყნის ბაზარზე. გასულ წელს კომპანიამ 10 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინის ექსპორტი განახორციელა მსოფლიოს მასშტაბით.

Kairos Logistics-ის რესურსს წარმოადგენს საკუთარი ავტოპარკი. ყოველწლიურად 1100-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლოს კომპანიის მომსახურებით და 9000-ზე მეტ გადაზიდვას ახორციელებს; კომპანიის გუნდში 84 თანამშრომელია, ხოლო დასაქმებული მამაკაცებისა და ქალბატონების რაოდენობა თანაბარია. კომპანიამ შეძლო საერთაშორისო პარტნიორთა ქსელის შეკვრა და გაფართოება, რომელიც გულისხმობს საწყობებს ევროპასა და აზიაში, ასევე მრავალფეროვანი და ალტერნატიული მარშრუტების შესაძლებლობას.

Kairos Logistics 2023 წელს სიახლეებით შეხვდა - კომპანიის ზრდასთან ერთად, თბილისის ფილიალმა ლოკაცია შეიცვალა და ახლა მდებარეობს ქავთარაძის 60 ნომერში. ოფისი აღჭურვილია თანამედროვე სისტემებით და თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ თითოეული ოფისში გატარებული წუთი პროდუქტიულად, ხალისით და შემართებით გამოიყენონ. ასევე, კომპანიამ დაიწყო საბაჟო საწყობის მშენებლობა თბილისთან ახლოს, გაფორმების ეკონომიკურ ზონათან (გეზი).

Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ნამადოვმა ჩვენთან ინტერვიუში ათი წლის იუბილე კიდევ ერთხელ მიულოცა თავის გუნდს:

ათი წელი ბაზარზე საკმარისი დროა იმისთვის, რომ ჩვენი სათქმელი ლოგისტიკის სფეროში გამჟღავნებულიყო. ამ ხნის განმავლობაში ბევრი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ და თითოეული ტვირთის გადაზიდვის საკითხს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით. ყველაფერთან ერთად, განვახორციელეთ ჩვენი ოცნება, ლოგისტიკის გაციფრულების იდეით შევქმენით საერთაშორისო ლოგისტიკური პლატფორმა Translive, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს გაიმარტივონ ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული პროცედურები. ვულოცავ ჩვენს გუნდს 10 წლის იუბილეს, დარწმუნებული ვარ, რომ ძლიერი გუნდით, მონდომებითა და სწორი ხედვით წინ კიდევ ბევრი წარმატება გველის.

(რ)