მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კაკაოს უმსხვილესი მწარმოებლები - რეიტინგი

მსოფლიოში შესაძლოა კაკაოს დეფიციტი შეიქმნას. ეს არის საკითხი, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირაა საერთაშორისო ბაზარზე აქტიურად განიხილება. შოკოლადისა და ტკბილეულის ბაზარზე არსებული მოთხოვნა გაცილებით უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მიწოდება, რის გამოც, მწარმოებლები შიშობენ. პანიკა, მყისიერად აისახება სასაქონლო ბირჟაზე, სადაც ერთი ტონა კაკაო, ამჟამად, $6,560-ად ივაჭრება - ასე ძვირად, კაკაო არასდროს გაყიდულა. ერთი წლის წინ, ტონა კაკაო $2,705 ღირდა, ანუ ერთ წელიწადში, ეს საქონელი 142%-ით გაძვირდა. კაკაოს დეფიციტის მიზეზი დასავლეთ აფრიკაში უნდა ვეძებოთ - რეგიონში, რომელიც კაკაოს გლობალური მიწოდების 70%-ის წარმოებაზე არის პასუხისმგებელი. სინოპტიკოსები, დასავლეთ აფრიკაში ამინდის მკვეთრ გაუარესებას ვარაუდობენ, რაც პირდაპირ აისახება მოსავალზე. ყველაზე დიდ დარტყმას, სავარაუდოდ, კოტ-დ'ივუარი და განა მიიღებენ, სადაც წლევანდელ სეზონზე კაკაოს მოსავლის 14-წლიან მინიმუმის მიღებას ვარაუდობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები