მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე პროდასავლურ აქციებს "ძალადობრივ შეკრებებს" უწოდებს

მერი

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ბოლო დღეებში დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებს მიეცა ძალადობრივი ხასიათი, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ "აშკარად იკვეთება დატრენინგებული ჯგუფები, რომლებიც თავისთვის მდგომ პოლიციელებს უვარდებოდნენ".

აქციების დარბევის და არაერთი მშვიდობიანი მოქალაქის დაშავების მიუხედავად, კალაძემ აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობაზე ისაუბრა და საპროტესტო აქციები "ძალადობრივ შეკრებებად" მოიხსენია.

„ძალიან მძიმე იყო, რაც ჩვენ დედაქალაქში ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ. ეს იყო ძალადობრივი შეკრებები. უმძიმესი კადრები ნახა საზოგადოებამ, თუ როგორ იქცეოდნენ აქციის მონაწილეები. ცხადია, ყველაზე საუბარი არ მაქვს, მაგრამ აშკარად იკვეთება დატრენინგებული ჯგუფები, რომლებიც თავისთვის მდგომ პოლიციელებს უვარდებოდნენ. სიტყვიერ შეურაცხყოფაზე აღარაა საუბარი, პირდაპირ ქვების, „პეტარდებისა“ და „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა იყო. ბრუტალური ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია.

რა თქმა უნდა, ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში გადატრიალება და რევოლუცია მოაწყოს, ხალხი დააპირისპიროს, პოლარიზაცია გააღრმაოს. ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, არც გარედან, არც ქვეყნის შიგნით, რომ საქართველო უცხო ქვეყნის ინტერესებისთვის გამოიყენონ. „უკრაინიზაციის“ განხორციელების შესაძლებლობას ვერავინ შეძლებს. ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ღირსებით შევალთ ევროპაში“, - აღნიშნა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები