მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე: „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო გუნდის განახლება და საზოგადოებას მათთვის საყვარელი ადამიანები შესთავაზა

კობახიძე კალაძე

"ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელიც მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას“, - ასე პასუხობს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მედიის შეკითხვას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გააქტიურების შესახებ, რაც ჟურნალისტის თქმით, სავარაუდოდ, პოლიტიკურმა კრიზისმა განაპირობა.

„თქვენ ნახეთ, როგორი ოცეული იყო წარმოდგენილი. „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, რომელიც მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, რომელ კრიზისზე ვსაუბრობთ?! კრიზისი ვისაც აქვს, კი ხედავთ. სექტემბერში რაღაც საცურაო აუზები დადგეს და ამით მოაქვთ თავი. ალბათ ზამთარში წყალსაც ჩაუსხამენ ბავშვებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე გამორიცხა სამომავლოდ კოალიციის შექმნის საჭიროება.

„დაიმახსოვრეთ დღევანდელი დღე. „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს დამაჯერებლად, არანაირი კოალიციის საჭიროება არ იქნება. ეს არის გუნდი, რომელსაც აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა“, - განაცხადა მან.

თბილისის მერის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო გუნდის განახლება და საზოგადოებას მათთვის საყვარელი ადამიანები შესთავაზა.

„ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან რა გამოხმაურებებიც არის, ეს მათ რეალურ მდგომარეობაზე მიუთითებს - სად და როგორ იმყოფებიან. ერთადერთი პოლიტიკური ძალა გახლავთ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, ვინც შეძლო გუნდის განახლება და საზოგადოებას მათთვის საყვარელი ადამიანები შესთავაზა. ეს გუნდი მომდევნო ოთხი წელი საქართველოს პარლამენტში იმუშავებს, ჩვენს ქვეყანას მოემსახურება, დაიცავს მოქალაქეების ინტერესებს და ყოველთვის გაატარებს ქართულ ინტერესებს - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები