მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე: რადიკალური ოპოზიციონერები აბულინგებენ ჟურნალისტებს და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს

კახა კალაძე

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები სინამდვილეში არა ლიბერალები, არამედ ფაშისტები არიან, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან რიგი ოპოზიციონერების მხრიდან ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებზე ბულინგის ფაქტებს.

მისივე განმარტებით, კონკრეტული ოპოზიციონერები დღესაც, ისევე როგორც წინა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე ზეწოლას განაგრძობენ.

„ეს ადამიანები გვეუბნებიან, რომ ლიბერალები არიან. სინამდვილეში ფაშისტებს უფრო ჰგვანან. ასეთები იყვნენ წარსულში, ხელისუფლებაში ყოფნის დროს. გვახსოვს, რა მძიმე მეთოდებით მართავდნენ ქვეყანას, ხალხს როგორ უსწორდებოდნენ. დღეს უბრალოდ ამის რესურსი არ აქვთ და როგორც შეუძლიათ, ისე აბულინგებენ ჟურნალისტებს, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს და ა.შ. ძალიან მალე ეს ყველაფერი დამთავრდება და იქნება ისე, როგორც ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები