დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ ქალაქში მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა და კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დააანონსა. მისი თქმით, ბაგებიდან უნივერსიტეტის ქუჩაზე გადმოსასვლელი ხიდის გაგრძელება იგეგმება.
“ვგეგმავთ ახალი პროექტის განხორციელებას - ეს იქნება ბაგებიდან უნივერსიტეტის ქუჩაზე გადმოსასვლელი ხიდის პირდაპირი გაგრძელება, რომელიც ქავთარაძესა და ვაჟას ქუჩებს დააკავშირებს ერთმანეთთან და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იქნება”, - აცხადებს დედაქალაქის მერი.
პროექტის შესახებ დამატებითი დეტალები ცნობილი ჯერ არ არის.