მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კახა კალაძის განცხადებით, თბილისში შეიძლება ალტერნატიული შემოსასვლელები და გასასვლელები გაკეთდეს

კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში შეიძლება ალტერნატიული შემოსასვლელები და გასასვლელები გაკეთდეს. ამის შესახებ მან გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

კალაძის თქმით, აღნიშნული ინიციატივა ქალაქში საცობებს შეამცირებს.

„მინდა ერთი სიახლის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია. რამდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, უშუალოდ მინისტრთან, სადაც განვიხილეთ დედაქალაქში ალტერნატიული შემოსასვლელი და გასასვლელები, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ საზოგადოებას ალტერნატივა შევთავაზოთ.

უახლოეს მომავალში გვექნება კვლევის შედეგები, თუ კონკრეტულად რომელი გზა იქნება გამოსადეგი და მოგვცემს განტვირთვის შესაძლებლობას და ამ ყველაფერს საზოგადოებას ინფორმაციის სახით მოვაწვდით“, - აღნიშნა კალაძემ.

რა ალტერნატიულ გზებზე არის საუბარი

20 მარტს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისის ახალი შემოსასვლელი და გასასვლელი მაგისტრალის ახალი პროექტის შესარჩევად საინჟინრო და არქიტექტურული კომპანიებისთვის ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა , რომლის შედეგად ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტი უნდა მომზადდეს.

კვლევა როგორც ჩრდილოეთით ასევე სამხრეთით ახალი გვირაბებისა და ესტაკადების მშენებლობასთან დაკავშირებით სამ ალტერნატიულ მიმართულებას მოიცავს.

წარდგენილი განაცხადის თანახმად, განიხილება წეროვანიდან სამხრეთით ახალი გზის მშენებლობა (ლურჯი ხაზი), რომელიც გვერდს აუქცევს მცხეთას და ახალი გვირაბის მეშვეობით, რომელიც დიდგორისა და თელოვანის ქვეშ გაივლის თბილისში შემოვა, გვერდს აუქცევს დიდ დიღომს, გაივლის ლისის ტბის მიმდებარედ, შემდეგ გადავა ნაფეტფვრებში, შემდეგ სავარაუდოდ ესტაკადით და გვირაბით გადავა წყნეთში, გაივლის შინდისს. ალტერნატიული (წითელი) ვარიანტის მიხედვით გზა დაიწყება სოფელ მუხრანში, გაუყვება მდინარე მტკვარს, ხოლო შემდგომში კი გაგრძელდება დიდგორის გვირაბით ლურჯი მარშრუტის ანალოგიურად. ყვითელი მარშრუტი კი მოიცავს ნაფეტვრებიდან სამხრეთით წყნეთის მიმართულებით ახალი გვირაბის და ესტაკადის მშენებლობას, რომელიც გაგრძელდება შინდისში, საიდანაც თბილისის ტერიტორიას დატოვებს და კუმისისკენ გაგრძელდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის თანახმად, პროექტის განვითარება მნიშვნელოვანია თბილისის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და გადატვირთული აღმაშენებლის ხეივნის განტვირთვისთვის. კონსულტანტმა კომპანიამ უნდა მოამზადოს სატრანსპორტო ნაკადების და პროექტის ღირებულების შეფასების ანალიზი.

კომპანიებმა საკუთარი წინადადებები 2026 წლის 27 აპრილამდე უნდა წარადგინონ.

საპროექტო ალტერნატივები ასე ნაწილდება:

პროექტზე უფრო ვრცლად წაიკითხეთ სტატიაში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები