ქართულ აგროპროდუქციას ევროპულ ბაზარზე უდიდესი პოტენციალი აქვს, თუ ის შესაბამის ეკოლოგიურ სტანდარტებს დააკმაყოფილებს. კახეთში, კერძოდ წნორში, უკვე წლებია არსებობს ბიომეურნეობა, სადაც ადგილობრივი ვარდები მოჰყავთ და მისგან ვარდის წყალს, ზეთსა და გამშრალ ფურცელს ამზადებენ. ეს პროდუქცია ექსპორტზე გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში გადის. მეტიც, მეურნეობა გომბორზე შეგროვებულ ფურისულას ევროპულ ფარმაკოლოგიაში, ჰაიმორიტის სამკურნალო პრეპარატებისთვის აგზავნის. ამ საინტერესო და რთულ საქმეს ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის ექსპერტი, ლიზი ხმიადაშვილი მეუღლესთან და პარტნიორებთან ერთად უძღვება. იგი მიიჩნევს, რომ ევროპაში ქართული ნაწარმისთვის საუკეთესო საშვი ბიოსერტიფიკატია. რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ბიომეურნეობის მართვა და ევროპულ ბაზარზე ოპერირება?
სტუმარი: ლიზი ხმიადაშვილი - "კახეთი ბიოს" თანადამფუძნებელი და დირექტორი, ბიო მეურნეობის ექსპერტი
#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად






























