მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კახეთში, ჩვენს სერვისზე მოთხოვნა მაღალია - ალკოჰოლური სასმელების ლაბორატორია "აგროლაბი"

აგროლაბი

თელავში მდებარე ალკოჰოლური სასმელების ლაბორატორია „აგროლაბის“ დამფუძნებელი მარიამ სოლომნიშვილი აცხადებს, რომ მათ სერვისზე მოთხოვნა მზარდია, განსაკუთრებით რთველის პერიოდში. როგორც გადაცემა "საქმიან დილაში" სოლომნიშვილმა აღნიშნა, ლაბორატორია შექმნილია იმისთვის, რომ კახეთის რეგიონში წარმოებული პროდუქციის ხარისხი ადგილზევე შემოწმდეს.

„ამ დროისთვის დაახლოებით 65-მდე ადგილობრივ წარმოებას ვემსახურებით. რთველის პერიოდში, ეს რაოდენობა იზრდება და ემატება ფიზიკური პირებიც... რეგიონში პირველად, შევქმენით სერვისი, რომელიც ღვინის მწარმოებლებს საშუალებას აძლევს, მიიღონ ხარისხიანი, სწორი, კომფორტული და სანდო მომსახურება.

ღვინის ხარისხზე ზრუნვა მწარმოებლის პრიორიტეტია და ბაზრის მოთხოვნაცაა უკვე არსებული კონკურენციიდან გამომდინარე, რომ ხარისხი შემოწმდეს. ამ ყველაფერს 2023 წლის 1-ლი იანვრიდან სახელმწიფოს მიერ მიღებული რეგულაცია დაემატა, რაც ღვინის მწარმოებელ ან თუნდაც რეალიზაციის განმახორციელებელ პირს ავალდებულებს, რომ თან იქონიოს გაყიდვის დროს შესაბამისობის სერტიფიკატი - ლაბორატორიის მიერ გაცემული დასკვნა, მის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე“, - ამბობს სოლომნიშვილი.

მისი თქმით, „აგროლაბი“ სერტიფიცირებულია სახელმწიფოს მიერ და ასევე, ISO სტანდარტის აკრედიტაცია აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები