მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახეთში ოჯახების მინიმუმ ნახევარი წელს, ფაქტობრივად, რთველს ვერ ჩაატარებს - ბოტკოველი

გიორგი ბოტკოველი
BM. GE
23.08.23 13:16
12

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ კახეთში წელს ოჯახების თითქმის ნახევარი ფაქტობრივად რთველს ვერ ჩაატარებს.

მისივე თქმით, განადგურებულია მოსავალი, რაც უხვმა ნალექმა განაპირობა.

"გამოვდივართ ინიციატივით, რომ ის თანხა, რომელიც გამოყოფილია სუბსიდიისთვის მოხმარდეს, დაზარალებულ მოსახლეობას, რომ შხამ-ქიმიკატებისთვის აღებული ვალი მაინც გაისტუმრონ. ინიციატივა ითვალისწინებს შემდეგ რამეს - თქვენ ხელისუფლების წარმომადგენლებო, გაქვთ ინფორმაცია მაგალითად გასული წელს კონკრეტული ოჯახის მხრიდან რა რაოდენობის ყურძნის ჩაბარება მოხდა ამა თუ იმ ქარხანაში, რა რაოდენობის სუბსიდია მიიღო გასულ წელს კონკრეტულმა გლეხმა. ეს ძალიან მარტივად შეგიძლიათ გააკეთოთ. კერძოდ, რეესტრის მიხედვით, თუ გლეხს შარშან ჩაბარებული ჰქონდა 5 ტონა ყურძენი და წელს მთლიანად გაუნადგურდა მოსავალი, ამ 5 ტონის შესაბამისი 20 თეთრი, რომელიც გამოყოფილია სუბსიდირებისთვის, მოხდეს ამით კომპენსაცია",- განაცხადა ბოტკოველმა. 

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო 2023 წლის რთველზე რქაწითელსა და კახური მწვანე ჯიშის ყურძენს დაასუბსიდირებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს ყურძნის ამ ჯიშების 20 თეთრით სუბსიდირება მოხდება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები