მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს არ არის სახელმწიფო ბიუჯეტი, ეს არის „ქართული ოცნების“ ბიუჯეტი“ – ნაცმოძრაობა

ნაციონალური მოძრაობა
BM. GE
09.10.23 15:09
109

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივნის შეფასებით, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ დღეს პარლამენტში ფრაქციის სხდომაზე წარადგინა „ქართული ოცნების“ ბიუჯეტია. ამის შესახებ გიორგი ბოტკოველმა ბიუჯეტის განხილვის შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და ამ შემთხვევაში ფინანსთა მინისტრის მოადგილე ვერ იაზრებენ იმას, რომ ნებისმიერი კანონი, რომელიც პარლამენტში მიიღება, ხდება ან პარლამენტის წევრების ინიცირებით მიღება ან კონკრეტული სამინისტროების მხრიდან ინიცირებული კონკრეტული საკითხების კანონად წარმოქმნა ხდება.

„ამიტომ დღეს ჩვენ მივიღეთ პასუხები თურმე ამას ეს კანონი არეგულირებს, იმას ის კანონი არეგულირებს და არ მოგვისმენია არცერთი განცხადება ფინანსთა მინისტრის მოადგილის მხრიდან, რომ მაგალითად რომელიმე ინიციატივა, თუნდაც ჯარიმების შემცირებაზე, თუნდაც ნებისმიერ საკითხზე რომელიმე ინიციატივა შეიძლება რომ შემოსულიყო სახელმწიფოს მხრიდან, რაც უფრო მეტად გაუმარტივებდა ადამიანებს ცხოვრებას ჩვენს ქვეყანაში.

მთავარი, იმ ინიციატივაზე საუბარი იყო, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ აქვს, რათა კონკრეტულ ადამიანებზე, რომელთა რაოდენობა 360 000 პენსიონერს შეადგენს, საპენსიო დავალიანებების ჩამოწერა მოხდეს. ამის თანხა ბიუჯეტში არსებობს, ამ თანხის გამონახვა შეიძლება, მაგრამ - არა, რადგან ლიბერთი ბანკი პირდაპირ წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ დასაყრდენს, ლიბერთი ბანკიდან, რა თქმა უნდა, მდიდრდება როგორც ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი რუხაძე, ასევე ამ ყველაფრით სარგებლობს ბიძინა ივანიშვილიც და არ უნდათ, რომ ეს ნაბიჯი გადადგან და ბიუჯეტში არის ამის თანხები, მაგრამ ხელისუფლება ამას არ აკეთებს, რადგან ეს არის ოპოზიციური პარტიების ინიციატივა. ამის გაკეთება მაინც მოუწევთ დარწმუნებული ვარ, რადგან თუ ვინმე იმსახურებს ამ ქვეყანაში პატივისცემას, ესენი არიან პენსიონერები, მათ შორის არიან ძალიან ბევრი დამსახურებული ადამიანი და ჩვენი მშობლები, ჩვენი ბებია-ბაბუები, რომლებიც ამას იმსახურებენ, რომლებსაც არ უნდა ატყავებდეს ლიბერთი ბანკი იმ საპენსიო პროცენტით, რომელ პროცენტსაც არიცხავს სესხის შემთხვევაში. მთავარი კითხვა ჩემი მხრიდან ბოლოს იყო, რომ ერთი შემთხვევა მაინც გაეხსენებინა თუნდაც გასული წლის ბიუჯეტში, რომელი ინიციატივის გათვალისწინება მოხდა მაგალითად „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაყენებული.

„ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ უკან არის 600 ათასი ამომრჩეველი, რომელიც არჩევნებმა დაადასტურა. ერთი ინიციატივა თუ მაინც გაითვალისწინა ფინანსთა სამინისტრომ, ვერ გაიხსენა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ბიუჯეტი, რომელიც დღეს შემოიტანა აქ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეს არ არის სახელმწიფო ბიუჯეტი, ეს არის „ქართული ოცნების“ ბიუჯეტი, რომელიც მორგებულია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ინტერესებს და არა იმ რეალურ პრობლემებს, რომელიც აქვთ საქართველოს მოქალაქეებს.“ -  განაცხადა გიორგი ბოტკოველმა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები