ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ანაკლიის პორტის პროექტისთვის სახელმწიფოს მხრიდან დასახარჯი თანხა ჯერ გაწერილი არ არის. ამის შესახებ მან BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მინისტრის მოადგილე თვლის, რომ პორტის პროექტისთვის სახელმწიფოს მიერ დასახარჯი თანხა 2024 წელს დიდი არ იქნება.
„სახელმწიფოს წილის თანხები, რომელიც უშუალოდ პორტის ნაწილზე დაიხარჯება, ბიუჯეტში ჯერ გათვალისწინებული არ არის. სახელმწიფო ვალდებულება იქნება წყალში საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა განახორციელოს, რაზეც ეს თანხა მიიმართება.
რაც შეეხება ზოგადად პორტის მშენებლობას, მიმდინარეობს ტენდერი. როგორც კი ის დასრულდება და შესაბამისი შეთანხმება გვექნება, ამის შემდეგ ბიუჯეტში ის თანხები აისახება, რაც სახელმწიფოს მხრიდან საჭირო იქნება ამ პროექტის დასაფინანსებლად, თუმცა ვფიქრობ, ეს 2024 წლისთვის ძალიან დიდი თანხა არ იქნება“, - განაცხადა კაკაურიძემ.