მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნივერსიტეტებს თანხები წელსვე აუნაზღაურდებათ - კაკაურიძე სტატუსშეჩერებული სტუდენტების დავალიანებებზე

უნივერსიტეტი

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისათვის დავალიანების განულება 2024 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ იქნება. დღეს გამართულ სხდომაზე კაკაურიძემ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტებს თანხები მიმდინარე წელსვე აუნაზღაურდებათ.

“ამ პროგრამის ზუსტი ფინანსური ხარჯი მაქსიმუმ 1 თვეში გვეცოდინება, რადგან ვალდებულებების გამოსყიდვის პროცესი ახლა დაიწყო. 2024 წლის ბიუჯეტში ეს თანხები არ იქნება გათვალისწინებული, რადგან 2023 წელსვე აუნაზღაურდებათ თანხები იმ უნივერსიტეტებს, რომლებიც ვალდებულებების გამოსყიდვას დათანხმდნენ. ჯერჯერობით მხოლოდ ორი უნივერსიტეტი არ დათანხმდა პროგრამაში მონაწილეობას”, - ამბობს კაკაურიძე.

პარტია “ევროოპტიმისტების” წევრის, ხატია დეკანოიძის კითხვაზე, როგორ უნდა გადაიხადონ სტუდენტებმა სწავლის გადასახადი მომავალ წელს, თუ მათი ფინანსური მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, ფინანსთა მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ მათ სოციალური გრანტით სარგებლობა შეუძლიათ.

“თუ თქვენი ოჯახი სოციალურად დაუცველია და თქვენ კარგად სწავლობთ, შესაძლებლობა გაქვთ, რომ სოციალური გრანტი მიიღოთ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სოციალურად დაუცველის სტატუსი არ გაქვთ, გრანტის პირობები ამას არ ითვალისწინებს. დავალიანებას დაგიფარავთ, მაგრამ ის, რომ სწავლის გადასახადს დაგისუბსიდირებთ, დაპირება არ ყოფილა”, - ამბობს კაკაურიძე.

რა შემთხვევაში შეძლებს სტატუსაღდგენილი სტუდენტი სასწავლო პროცესში ჩაერთოს? - მთავრობის დადგენილება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები