მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახეთში სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო საწარმო ჩაიბარებს - ღვინის სააგენტო

32

კახეთში სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს. სახელმწიფო საწარმო მევენახეებისგან დასეტყვილ საღვინე ყურძენს - 1 კილოგრამს 1 ლარად - დღეიდან მიიღებს.

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, სეტყვისგან დაზარალებულ მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ შეექმნებათ.

"თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექისა და ძლიერი სეტყვისგან სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მათ შორის, პირველადი მონაცემებით, 150 ჰექტარამდე ვენახის ფართობი დაზიანდა.

რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.

რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501 და ასევე რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზზე – 0322 193 283.

13 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში, ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებულია 27 ათასი ტონა ყურძენი",- აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები