მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კახეთში Wasteless-ის ეკომეგობრული ფესტივალი იმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

კახეთი
29.05.26 10:10
340
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ბანკი მწვანე ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, Wasteless-თან თანამშრომლობის ფარგლებში ეკომეგობრული ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია.

30 მაისს, Wasteless-ის ორგანიზებით, ლაგოდეხის ეროვნულ პარკში ეკომეგობრული კახეთი 2026 გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობებში, დაესწრონ ადგილობრივი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების შესრულებებს, კონცერტებს, მოსწავლეებისა და სკოლების დაჯილდოების ცერემონიალს.

ღონისძიებაზე დაუკრავს ჯგუფი “მგზავრები”, ასევე, გაიმართება ჟირაფი ჟოზეს კონცერტი.

ფესტივალი 13:00 საათზე დაიწყება და 22:00 საათზე დასრულდება.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები