მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კახური პრემიუმ ხარისხის თხილის ღირებულება 6 ლარიდან დაიწყება“ - ასოციაცია

კახური თხილი

საქართველოში თხილის კრეფა აქტიურ ფაზაშია შესული. ადგილობრივ ბაზარზე გაუტეხავი, სველი თხილის რეალიზაცია უკვე დაწყებულია და კილოგრამის ფასი ნედლეულის ხარისხის მიხედვით განისაზღვრა. ამის შესახებ BM.GE-სთან თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან ქარდავამ ისაუბრა.

„ადგილობრივ ბაზარზე გაუტეხავი თხილის ფასი, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ სველია, 2,8-დან 4 ლარამდე მერყეობს. 4 ლარი საუკეთესო ხარისხის თხილი ღირს. რაც უფრო გაშრება თხილი, ფასიც უფრო დარეგულირდება.

გარდა ამისა, კახეთში, სადაც პრემიუმ ხარისხის თხილი მოდის, ფასები ჯერ ისევ დგინდება, თუმცა, სავარაუდოდ, 6 ლარიდან დაიწყება“, - ამბობს ქარდავა.

იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთის თხილის მსოფლიოში უმსხვილესი ექსპორტიორია, ნედლეულის ფასზე მათ ტარიფებსაც აქვს გავლენა. ასოციაციის ხელმძღვანელის ცნობით, თურქეთში 1 კგ. გაუტეხავი თხილი $3 ეღირება: „თუმცა საუბარია მშრალ, 50%-იანი გამოსავლიანობის თხილზე, ხოლო ჩვენთან ფასები სველ თხილზე განისაზღვრა, რომლის საშუალო გამოსავლიანობა 30%-ის ფარგლებშია“.

ცნობისთვის, სექტორი წელს თხილის 50-55 ათას ტონიან მოსავალს ელოდება, რაც წინა წელთან შედარებით, 5-10 ათასი ტონით მეტია.

„ხარისხიდან გამომდინარე, EU-ის ბაზრებზე თხილის რეალიზებას უპრობლემოდ შევძლებთ“ - ასოციაცია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები