საქართველოში თხილის კრეფის პროცესი აქტიურ ფაზაში შედის. სექტორი ვარაუდობენ, რომ წელს მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, გაზრდილია და, შესაძლოა, 55 ათას ტონას მიაღწიოს - თხილის 2023 წლის სეზონის შესახებ BM.GE-სთან თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან ქარდავამ ისაუბრა საუბრობს.
„მოსავალი გაზრდილია და, როგორც ვვარაუდობდით, გაზრდილია იმ მებაღეების ხარჯზე, რომლებმაც წლის განმავლობაში თხილის ბაღებს მოუარეს და სახელმწიფოს დახმარებაც კარგად გამოიყენეს. ჩამბარებელ პუნქტებში შემოსული თხილს ხარისხზე ეტყობა, რომელია მოვლილი და რომელი - მოუვლელი“, - ამბობს ლევან ქარდავა.
მისი თქმით, ადგილობრივ ბაზარზე გაუტეხავი, ნედლი თხილის სარეალიზაციო ფასი 2.8-დან 4-ლარამდე განისაზღვრა, რაც შეეხება კახური, პრემიუმ ხარისხის ნედლეულს, მისი ფასი შედარებით მაღალი იქნება: „თურქეთმა 1 კგ ნაჭუჭიან თხილზე 3$ გამოაცხადა, საუბარია მშრალ, 50%-იანი გამოსავლიანობის თხილზე. საქართველოში სველი თხილის ფასი, რომლის გამოსავლიანობაც 30%-ის ფარგლებშია 4 ლარამდეა“.
რაც შეეხება ქართული თხილის საექსპორტო პოტენციალს, ლევან ქარდავას განმარტებით, ქართული თხილი ხარისხისა და ფასის გათვალისწინებით ევროკავშირის ბაზარზე კვლავ კონკურენტუნარიანია.
„ხარისხის მაჩვენებელი, შეიძლება ითქვას, რომ იგივეა, რაც წინა წლებში, ამიტომ ევროკავშირის ბაზარზე თხილის რეალიზაციას უპრობლემოდ შევძლებთ. ვფიქრობთ, წელსაც ტრადიციული ბაზრებიდან იქნება მოთხოვნა - იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ევროკავშირის სხვა ქვეყნები, დსთ-ს ქვეყნებიდან რუსეთი და სომხეთი, რომელთა წილიც ექსპორტში 5%-ს არ აღემატება ხოლმე.
ჩვენ ხარისხის გამო თხილის შედარებით იაფად გაყიდვა გვიწევს, ამასთან ქართულ თხილი ზომითაც დიდი უპირატესობით სარგებლობს, კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე კონკურენტუნარიანობას გვმატებს იმპორტის გადასახადი არქონაა“, - აღნიშნავს ასოციაციის ხელმძღვანელი.
ცნობისთვის, 2022 წელს საქართველომ საერთაშორისო ბაზარზე თხილის რეალიზებით 102 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.