მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს თხილის ექსპორტი შემცირდა, იმპორტი კი გაიზარდა - სტატისტიკა

63d3acd13eaf7
ვიქტორია მღებრიშვილი
27.01.23 23:45
826
2022 წლის განმავლობაში თხილის ექსპორტი შემცირდა, იმპორტი კი გაიზარდა. 

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, ამ მოცემულობის მიუხედავად, თხილის ექსპორტი იმპორტს აღემატება და გასულ წელს საქართველომ საერთაშორისო ბაზარზე თხილის რეალიზებით 102 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 13.3%-ით ნაკლებია. ამის მიუხედავად, თხილი ქვეყნის უმსხვილეს საექსპორტო საქონელში 1.8%-იანი წილით მეცხრე ადგილს. ჯამში გასულ წელს თხილის იმპორტი 42 ქვეყანაში განხორციელდა.

TOP-10 საექსპორტო ქვეყანა:

1. იტალია - 29.7 მლნ დოლარი, 8 239 ტონა;
2. გერმანია - 22.5 მლნ დოლარი, 4 578 ტონა;
3. სომხეთი - 8.7 მლნ დოლარი, 2 255 ტონა;
4. ესპანეთი - 5.2 მლნ დოლარი, 1 004 ტონა;
5. საფრანგეთი - 3.7 მლნ დოლარი, 708 ტონა;
6. რუსეთი - 3.5 მლნ დოლარი, 920 ტონა;
7. პოლონეთი - 3.5 მლნ დოლარი, 688 ტონა;
8. ლიეტუვა - 3.5 მლნ დოლარი, 665 ტონა;
9. ჩეხეთი - 2.7 მლნ დოლარი, 557 ტონა;
10. თურქეთი - 2.7 მლნ დოლარი, 1 341 ტონა.

ამ ქვეყნებთან ერთად თხილის და კაკლის ექსპორტი ბელარუსში, საუდის არაბეთში, უკრაინაში, მექსიკაში, შვეიცარიაში, ყირგიზეთში, იორდანიაში, არგენტინაში, უზბეკეთში, სლოვაკეთში, ლიბიაში, ავსტრიაში, ესტონეთში, ყაზახეთში, ლატვიაში, ბრაზილიაში, აზერბაიჯანში, საბერძნეთში, ბელგიაში, მონტენეგროსა და მცირე მოცულობებით სხვა ქვეყნებშიც გავიდა.

რაც შეეხება იმპორტს, 2022 წელს საქართველომ 25 ქვეყნიდან 15 მლნ დოლარამდე ღირებულების 4 763 ტონა თხილი იყიდა. იმპორტის ღირებულება 10.7%-ით აღემატება 2021 წლის მაჩვენებელს, მოცულობა კი 24.4%-ით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში თხილის მტავარი საიმპორტო ბაზარი აშშ იყო.

TOP-10 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:

1. აშშ - 4.8 მლნ დოლარი, 1 765 ტონა;
2. თურქეთი - 2.1 მლნ დოლარი, 747 ტონა;
3. უკრაინა - 1.9 მლნ დოლარი, 651 ტონა;
4. ყირგიზეთი - 1 მლნ დოლარი, 354 ტონა;
5. გერმანია - 731 ათასი დოლარი, 152 ტონა;
6. ჩინეთი - 646 ათასი დოლარი, 171 ტონა;
7. ბულგარეთი - 445 ათასი დოლარი, 89 ტონა;
8. ჩილე - 426 ათასი დოლარი, 137 ტონა;
9. ესპანეთი - 370 ათასი დოლარი, 101 ტონა;
10. რუსეთი - 205 ათასი დოლარი, 64 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები