მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მინის ბოცებისა და ბოთლების იმპორტი გაუიაფდა - მთავარი მომწოდებელი რუსეთია

საქსტატი

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს მინის ბოცებისა და ბოთლების იმპორტი გაუიაფდა. ამ პერიოდში ქვეყანაში 48 მილიონ 915 ათასი დოლარის ღირებულების 107 657 ტონა მინის ტევადობები შემოვიდა.

ღირებულება 11.4%-ით შემცირდა, ხოლო მოცულობა 7%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს საქართველომ უფრო მეტი მინის ბოთლები და ბოცები უფრო იაფად შეიძინა, ვიდრე გასულ წელს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შემოტანილი საქონლის მოცულობა რეკორდულ ნიშნულზეა.

მინის ბოცებისა და ბოთლების მთავარი საიმპორტო ქვეყანა კი რუსეთია. იმპორტის ნახევარზე მეტს სწორედ ამ ბაზრიდან ვყიდულობთ.

  1. რუსეთი - $29.6 მლნ, 72 684 ტონა;
  2. სომხეთი - $12.8 მლნ, 28 971 ტონა;
  3. ჩინეთი - $1.6 მლნ, 722 ტონა;
  4. თურქეთი - $1.1 მლნ, 1 442 ტონა;
  5. საფრანგეთი - $733 ათასი, 376 ტონა;

საიმპორტო ბაზრებს შორის ასევე ვხვდებით უკრაინას, იტალიას, უზბეკეთს, მოლდოვას, ყაზახეთს, აზერბაიჯანსა და მცირე მოცულობებით სხვა ქვეყნებსაც.

საქართველოდან მინის ბოცები და ბოთლები მცირე მოცულობებით ექსპორტზეც გადის, რაც ძირითადად ადგილობრივად წარმოებულ პროდუქტს წარმოადგენს. წელს 8 თვეში მინის ტარის ექსპორტი გაიზარდა და ქვეყნიდან სხვადასხვა მიმართულებით 1 მილიონ 595 ათასი დოლარის 3 240 ტონა ბოთლები გავიდა. მთავარი საექსპორტო ბაზარი იყო აზერბაიჯანია. ამ მიმართულებით იანვარ-აგვისტოში 1 მილიონ 95 ათასი დოლარის 2 217 ტონა მინის ტარა გავყიდეთ, რეიტინგში მეორე ადგილს თურქეთი იკავებს 377 ათასი დოლარით და 768 ტონით, მესამეზე კი სომხეთი 84 ათასი დოლარით და 213 ტონითაა. მცირე მოცულობებით საქონელი აშშ-ში, ყაზახეთსა და გერმანიაშიც გავიტანეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები