მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის I ნახევარში ქვეყანამ $7.4 მლნ-ის კოლგოტები და წინდები შეიძინა - იმპორტიორი ქვეყნები

იმპორტი

წლის პირველ ნახევარში კოლგოტების, მაღალყელიანი წინდებისა და სხვა წინდების ნაწარმის შესაძენად 7 მილიონ 433 ათასი დოლარი გავიდა და ჯამში ქვეყანაში 662 ტონა საქონელი შემოვიდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, კოლგოტების და მაღალყელიანი წინდების იმპორტი მოცულობაში 58 ტონით გაიზარდა, ხოლო ღირებულებაში $1 მლნ-ზე მეტად არის გაზრდილი.

ღირებულების მიხედვით საქართველოსთვის კოლგოტების მთავარი საიმპორტო ბაზარი თურქეთია, თუმცა მოცულობის მხრივ ამ დასახელების ყველაზე მეტი საქონელი ჩინეთიდან შემოდის. უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნების TOP-5-ეული კი ასე გამოიყურება:

  1. თურქეთი - $2.9 მლნ, 216 ტონა;
  2. ჩინეთი - $2.7 მლნ, 388 ტონა;
  3. იტალია - $576 ათასი, 12 ტონა;
  4. პოლონეთი - $275 ათასი, 9 ტონა;
  5. გერმანია - $165 ათასი, 8 ტონა

უნდა აღინიშნოს, რომ იანვარ-ივნისში საქართველოდან კოლგოტების, მაღალყელიანი წინდების და სხვა წინდების ექსპორტიც მოხდა. თუმცა რეალიზებული საქონლის ნახევარი რეექსპორტირებულია.

წლის პირველ ნახევარში საქართველოდან 1 მილიონ 252 ათასი დოლარის ღირებულების 116 ტონა კოლგოტები გავყიდეთ. ღირებულებაში ექსპორტი გაორმაგებულია. ქვეყნიდან საქონლის ექსპორტი ძირითადად სომხეთში ($572 ათასი, 69 ტონა), თურქეთში ($198 ათასი, 23 ტონა), იტალიაში ($138 ათასი, 4 ტონა), აზერბაიჯანში ($68 ათასი, 6 ტონა) და სხვა ქვეყნებში ხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები