მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარიჩინის იმპორტი მცირედით გაძვირდა - საიდან შემოგვაქვს?

დარიჩინი

საქართველოში დარიჩინის იმპორტი მცირედით გაძვირდა. საქსტატის მონაცემებით, წელს, საქართველომ 33.8 ტონა დარიჩინში 133.9 ათასი დოლარი გადაიხადა, გასულ წელს კი, 35.3 ტონაში 131.6 ათასი დოლარი ჰქონდა გადახდილი, რაც 1.7%-იან გაძვირებაზე მიუთითებს. მოცულობის მიხედვით კი, წელს დარიჩინის იმპორტში 4.5%-იანი კლება ფიქსირდება.

რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, პირველ ადგილზე ვიეტნამია, საიდანაც დარიჩინს ყველაზე იაფად ვყიდულობთ. ყველაზე ძვირად კი დარიჩინი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან შემოვიტანეთ.

იმპორტიორი ბაზრების ხუთეული ასეთია:

  1. ვიეტნამი - $5 ათასი (29 ტონა)
  2. უკრაინა - $18.2 ათასი (1.3 ტონა)
  3. ბულგარეთი - $8 ათასი (1.2 ტონა)
  4. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $3.2 ათასი (0.6 ტონა)
  5. ინდოეთი - $7 ათასი (0.5 ტონა)

რაც შეეხება ექსპორტს, დარიჩინის მცირე რაოდენობა გადის ქვეყნიდან. მაგალითად, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში, ქვეყანამ ადგილობრივად წარმოებული 4.8 ათასი დოლარის ღირებულების 0.4 ტონა დარიჩინი და დარიჩინის ხის ყვავილები გაყიდა.

საექსპორტო ბაზრებს შორის ლიდერობს რუსეთი, სადაც საქართველომ, 2.1 ათასი დოლარის ღირებულების 0.2 ტონა დარიჩინი ექსპორტზე გაიტანა. შემდეგი იყო 2.3 ათასი დოლარის ღირებულების 0.1 ტონა დარიჩინი, რომელიც აშშ-ში გაიყიდა. ამასთან, მცირე რაოდენობები გაიყიდა ლიეტუვასა და გაერთიანებულ სამეფოში. ლიეტუვაში 0.2 ათასი დოლარის 0.04 ტონა, ხოლო გაერთიანებულ სამეფოში 0.1 ათასი დოლარის ღირებულების, 0.01 ტონა დარიჩინი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები