საქართველოში კაკლის ინდუსტრია მზარდ დინამიკას ინარჩუნებს. სექტორის წარმომადგენლები წელს მოსავლიანობის ზრდას ელიან. ამბობენ, რომ შიდა მოხმარების პრაქტიკულად სრულად დაკმაყოფილებას შეძლებენ. ქვეყანაში კაკლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი ამ დროისთვის 56.6% შეადგენს. კაკლის იმპორტის 88.7% უკრაინიდან, ყირგიზეთიდან, უზბეკეთიდან და ჩინეთიდან ხორციელდება. ბიზნესის წარმომადგენლების თქმით, ადგილობრივმა მაღალი ხარისხის პროდუქტმა იმპორტირებული ხარიხიანი კაკალი ჩაანაცვლა და ახლა მეტად ასათვისებელი უკვე ბიუჯეტური ნიშაა.