მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კაკლის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნები - რა პოზიციას იკავებს საქართველო?

კაკალი

Galt & Taggart-ის კაკლოვანი კურლტურების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, კაკლის უმსხვილესი მწარმოებლები ჩინეთი და აშშ არიან.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, მსოფლიოში კაკლის წარმოება სტაბილურად იმატებს და 2022 წელს 1,157 მლნ კგ შეადგინა. წარმოების ზრდა ძირითადად მოდის ჩინეთსა და აშშ-ზე. ჩინეთში წარმოების მატება ნარგავი ფართობის მატებასა და ნერგების სრულ-მსხმოიარობაში შესვლას უკავშირდება. აშშ და ჩინეთი ერთად მსოფლიო წარმოების 79.1%-ს შეადგენენ.

2022 წლის მონაცემებით, კაკლის წარმოება მსოფლიოში ქვეყნების მიხედვით (ნაჭუჭგაცლილი) შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ჩინეთი - 53,3%
  • აშშ - 25,8%
  • ჩილე - 6,9%
  • უკრაინა 3,0%
  • თურქეთი - 1.9%
  • საქართველო - 0,3%
  • სხვა - 9,0%

რაც შეეხება კაკლის უმსხვილეს მოხმარებლებს პირველ ორ ადგილს კვლავ ჩინეთი და აშშ იკავებენ. თუმცა ჩინეთის წარმოების უდიდესი ნაწილი ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი. ხოლო, აშშ-ს თავისი წარმოების უდიდესი ნაწილი საექსპორტოდ გააქვს.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, საქართველო იმაზე მეტ კაკალს მოიხმარს, ვიდრე აწარმოებს. საქართველოს მოხმარება 2021 წლის მონაცემებით, 0,4%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები